ჩვენი ისტორია

სს  კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველო დაფუძნდა 2013 წელს ქ. თბილისში.
ბანკი წარმოადგენს  სს კავკასიის განვითარების ბანკის (ქ. ბაქო, აზერბაიჯანი) თბილისის ფილიალის სამართალმემკვიდრეს, რომელიც შეიქმნა 1999 წელს.
2013 წელს მოხდა ფილიალის ლიკვიდაცია და  მისი აქტივები მთლიანად გადაეცა ბანკს.  ბანკის ერთადერთი აქციონერია  აზერბაიჯანში, ქ. ბაქოში მოქმედი ბანკი   სს კავკასიის განვითარების ბანკი.


ჩვენი მისია და ხედვა

ბანკის ხედვა:
ხელი შეუწყოს კავკასიის რეგიონში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას

ბანკის მისია:
1)    ადგილობრივ სამიზნე ბაზრებზე ორიენტირებული ინვესტორების ქართულ ბიზნეს გარემოში დამკვიდრების ხელშეწყობა
2)    ეკონომიკური აქტივობის მხარდაჭერა ქვეყნის სამიზნე რეგიონებში
3)    პოტენციური კლიენტებისთვის სასურველ მესამე ბანკად გადაქცევა
4)    რეგიონული პროექტების საბანკო მხარდაჭერა
5)    მულტიკულტურული პერსონალის ჩამოყალიბება და განვითარება